თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ჯო ბაიდენის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ აშშ–ის საიდუმლო სამსახურის შემადგენლობაში, რომლის ფუნქციაშიც პრეზიდენტისა და მისი რეზიდენციის დაცვა შედის, მასშტაბური ცვლილებები იგეგმება, იუწყება The Washington Post–ი.
გამოცემის ცნობით, კადრების შეცვლის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტებს შორის საკმაოდ ბევრია დონალდ ტრამპის მხარდამჭერი.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ბაიდენი არ ენდობა ტრამპთან დაახლოებულ აგენტებს — ისევე, როგორც ბილ კლინტონი არ ენდო ჯორჯ ბუშის პერიოდის კადრებს.
აღნიშნება, რომ საიდუმლო სამსახურის ძველ შემადგენლობას იმ პირებით ჩაანაცვლებენ, რომლებიც უკვე იცავდნენ ბაიდენს მაშინ, როდესაც ის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი იყო.
ამასთან გამოცემა იუწყება, რომ საიდუმლო სამსახურის ერთ–ერთი ფუნქციონერი, ენტონი ორნატო, გარკვეული დროის განმავლობაში თეთრი სახლის მრჩეველიც კი იყო დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მიტინგების ჩატარების საკითხებში.