არასაახალწლო ამინდი: საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 21 გრადუსამდე დათბება

ახალი წლის დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი დასავლეთ საქართველოს დაბლობში 21 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 იანვრამდე უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 1 იანვარს>>

ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 21 გრადუსამდე, ხოლო ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 13 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 2 იანვარს

ახალი წლის ღამეს საქართველოს მთიან რეგიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

„ღამით ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, მთაში -3, +2, მაღალმთაში -7, -2, აღმოსავლეთ საქაართველოს ბარში -5, 0, მთაში -8, -3, მაღალმთაში -10, -5 გრადუსია მოსალოდნელი", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამით მინუს ერთ გრადუსამდე დაეცემა, ხოლო  1-2  იანვარს დღის საათებში ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.