თუ გსურთ ძლიერ თრობას თავი აარიდოთ: ეფექტური ხერხი ექიმისგან

ცნობილი ექიმი, გარდა თრობისთვის თავის არიდების მეთოდისა, ასევე ასახელებს პროდუქტს, რომლიც ნაბახუსევისგან დაგიცავთ
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თუ გსურთ, ძლიერ თრობას თავი აარიდოთ, ერთი მარტივი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ, ამბობს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი.

უმძიმესი ნაბახუსევი: სომელიე გირჩევთ, როგორ აარიდოთ თავი შამპანურით „პახმელიას“

მისი თქმით, იმისათვის, რომ სპირტიანმა სასმელმა „კისერი არ მოგწყვიტოთ“ და დღესასწაული არ გაგიუფერულოთ, სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე საათით ადრე ცოტა ალკოჰოლი უნდა დალიოთ, შემდეგ კი ერთი სუფრის კოვზი ზეთი (ან თუნდაც ერთი სირჩა) დააყოლოთ.

გარდა ამისა ექიმის თქმით, არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნაბახუსევისგან დაგიცავთ და მეორე დღეს ფრიად უსიამოვნო შეგრძნებებს აგარიდებთ. მათ შორისაა: მოხარშული კარტოფილი, „ხალადეცი“, ცხიმიანი საკვები.

მანამდე ცნობილმა ექიმ-ნარკოლოგმა ალექსეი კაზანცევმა დაასახელა მეთოდი, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად. მან რამდენიმე მეთოდი, შესაფერისი საუზმე და ეფექტური პრეპარატები ჩამოთვალა.