წელს თოვლის ბაბუაც პირბადეს იყენებს

ახალ წელს საქართველოც კორონავირუსული წესებით ეგებება. პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა არ შეიძლება, ეპიდემიოლოგები კი სიფრთხილისა და დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ მოგვიწოდებენ.
Sputnik

როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, ბევრი არ აპირებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებას. ზოგი ახალი წლის აღნიშვნას დახურულ წვეულებაზე გეგმავს, ზოგი სტუმრად აპირებს წასვლას. ამიტომ სპეციალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ახალი წლის დღეების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.