საახალწლო ზღაპარი თბილისის ცენტრში: საახალწლო განათებების ფოტოები

Sputnik

თბილისელების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ უნახავს საახალწლოდ მორთული რუსთაველის გამზირი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. აქ საღამოობით ავტომობილების უსასრულო საცობია.

დრო ყველას მხოლოდ ღამის 9 საათამდე აქვს - შემდეგ იწყება საკომენდანტო საათი.

მიუხედავად დაგვიანების რისკისა, ქალაქის მცხოვრებები მაინც ჩერდებიან საახალწლო ინსტალაციებთან და მათ ფონზე სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.

 

1 / 18
თბილისი საახალწლოდ მოირთო
2 / 18
ქალაქის ცენტრი ნათელი ფერებითაა გაფორმებული
3 / 18
საღამოობით განსაკუთრებით ლამაზია, რადგან დღისით განათება გამორთულია
4 / 18
ილუმინაციები ყველას უმაღლებს საახალწლო განწყობას
5 / 18
2021 წლის დადგომამდე ხომ სულ ცოტა დარჩა
6 / 18
თუ გინდათ საახალწლო განწყობა შეგექმნათ, ქალაქის ცენტრში უნდა გაისეირნოთ
7 / 18
საღამოს რუსთაველის გამზირი მომაჯადოებლად გამოიყურება
8 / 18
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო თბილისის მერიამ ქალაქის განათებებზე თანხები დაზოგა, ცენტრალური ქუჩები ძალიან კარგადაა განათებული
9 / 18
ღამის ქალაქი ძალიან შთამბეჭდავია. აქ იხილავთ მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების ფორმის მანათობელ ფიგურებს
10 / 18
საახალწლო განათება და გამვლელი ავტომობილების ფარები ფერთა გამას ქმნის
11 / 18
თითქოს, ქალაქის ცენტრი საახალწლო განათებების რგოლში მოექცა
12 / 18
ასეთი სილამაზე დაუვიწყარია, თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ფოტოებიც ყველას გვაქვს
13 / 18
ათასობით თბილისელი სტუმრობს ახალი წლის დღეებში ქალაქის ცენტრს. ისინი სანახაობით ტკბებიან და სურათებს იღებენ
14 / 18
პარლამენტის წინ კი ბრწყინავს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე
15 / 18
რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულია უამრავი მანათობელი ფიგურა და საახალწლო განათება
16 / 18
აქ ყველა გრძნობს ახალი წლის მოახლოებას
17 / 18
თუმცა უნდა გვახსოვდეს საკომენდანტო საათიც, რომელიც საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე გრძელდება
18 / 18
ამიტომ ქალაქის მკვიდრები, რომლებიც ამ სილამაზის სანახავად მიდიან, საღამოს 9 საათზე უკვე სახლებისკენ მიემართებიან. ქალაქი ცარიელდება, მაგრამ განათებები მაინც ჩართულია