გერმანიის კანცლერმა გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა მიულოცა

ანგელა მერკელი იმედს გამოთქვამს. რომ მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის მომავალშიც გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახარიას პრემიერად დანიშვნა მიულოცა

თავის გზავნილში მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენ მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის... დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში“, – ნათქვამია ანგელა მერკელის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს ახლად არჩეულმა მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ნდობა 24 დეკემბერს გამოუცხადა.