ყვითელი ამბები

„აქ უკვე ნაცემი ჰყავს...“ - ლელა წურწუმია მამულიჩას ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მეუღლე, ცნობილი პროდიუსერი სცემეს
Sputnik

მომღერალი ლელა წურწუმია „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ვიდეოს, და წერს, რომ მამულიჩა სცემეს.  უსაყვარლესმა პატარამ თამაშ-თამაშით ბაბუა სცემა.

კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს.

კახა ბაბუა თავისუფალ დროს შვილიშვილს უთმობს. ცნობილ პროდიუსერს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან.

ალექსანდრე მამულიჩას უფროს ვაჟს ნიკოლოზ მამულაშვილს შეეძინა, რომელიც პროდიუსერს პირველი მეუღლისგან ჰყავს. „09.08.2018 ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი. ამ ქვეყანას პატარა მამულიჩა მოევლინა“, – წერდა კახა მამულაშვილი. ალექსანდრეს მოფერებით ალეს ეძახიან.