კალაძე: თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ტაქსის მძღოლების სწრაფი ანტიგენით ტესტირებაზე
Sputnik
კალაძე: თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება
„რადგან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფებად განისაზღვრა და მათ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი სმს-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ ტესტების ჩატარება, რა თქმა უნდა, მათთვის ტესტირება უფასო იქნება, ყოველგვარი გადასახადების გარეშე“,-განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ის ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ.