მსოფლიო დღეს

ბაიდენი სამხედრო მდგომარეობის კანონის ამოქმედებას აპირებს

მანამდე სამხედრო ვითარებაში საწარმოების მობილიზაციის შესახებ კანონი დონალდ ტრამპმაც აამოქმედა აშშ–ში ეპიდემიის დასაწყისში
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ აპირებს, რომ სამხედრო ვითარებაში საწარმოების მობილიზაციის შესახებ კანონი აამოქმედოს კორონავირუსზე ვაქცინაციის დასაჩქარებლად. 

ჯო ბაიდენი პირდაპირ ეთერში აიცრა კორონავირუსზე: ვიდეო

ამის შესახებ ბაიდენმა დელავერის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კანონი სამხედრო წარმოების შესახებ კერძო კომპანიებს დაავალდებულებს, მხარი დაუჭირონ [ხელისუფლების] ძალისხმევებს COVID-19–თან დაკავშირებით“, — თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა.

კანონი, რომელიც 1950 წელსაა მიღებული, აშშ–ის ფედერალურ მთავრობას ანიჭებს უფლებას, დე–ფაქტო აიძულოს კერძო კომპანიები, რომ საგანგებო ვითარებაში სახელმწიფოზე იმუშაონ.

„მე გავცემ განკარგულებას, რომ კერძო კომპანიებმა დააჩქარონ იმ ნივთიერებების წარმოება, რომლებიც აუცილებელია ვაქცინებისა და ასევე დამცავი საშუალებების საწარმოებლად“, — განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე სამხედრო ვითარებაში საწარმოების მობილიზაციის შესახებ კანონი დონალდ ტრამპმაც აამოქმედა აშშ–ში ეპიდემიის დასაწყისში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულია 19,145 მლნ ადამიანზე მეტი. აქედან გარდაიცვალა 333 239 კაცი. შეერთებული შტატები ამ ორივე მაჩვენებლით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.