ყვითელი ამბები

„აი ისიც, ყველაზე სასურველი მამაკაცი...“ – ია ფარულავა ცნობილ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა

ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისთვის სასურველი მამაკაცი აჩვენა. ნახეთ ვინ არის ის.
Sputnik

ია ფარულავამ საახალწლო გადაცემის ჩაწერის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დააანონსა, რომ გადაცემაში ყველაზე სასურველი მამაკაცის გვერდით იქნებოდა. მოგვიანებით მსახიობმა „ფოლოვერების“ ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და მათ რესპონდენტი აჩვენა. ვიდეოში ია ამბობს, რომ ყველაზე სასურველი მამაკაცი ექიმი ბიძინა კულუმბეგოვია.

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტიურია – მისი „ინსტაგრამი“ საგრძნობლად გაცოცხლდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება.

მსახიობსა და ტელეწამყვანს ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ელოდა, რომ ის უარს იტყოდა „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე და არხს დატოვებდა, თუმცა იამ მაშინ განმარტა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ ახლად დაფუძნებული „მთავარი არხიდან“ არანაირი შეთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ში დარჩენა გადაწყვიტა.

წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის „სიყვარული ვენახში“ შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, თუმცა სკანდალები მას არც ახლა აკლია.