გახარია: შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს 1 თებერვლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრობს.
Sputnik
გახარია: შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს 1 თებერვლიდან
„რეალური შემსუბუქება შესაძლებელია იყოს განხილული 1 თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.