წალენჯიხაში, ჯვარის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ოცკაციანი ჯგუფი
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს დაახლოებით დღეს საღამოს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ოცკაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.