თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. თბილისში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც ეროვნული ნაკრების მეორე ეშელონის სპორტსმენები მონაწილეობენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.
შეჯიბრების პირველ დღეს გამარჯვებულების ვინაობა ხუთ წონით კატეგორიაში გახდა ცნობილი. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ბექა ბუჩიაშვილი (–57 კგ), ბექა ლომთაძე (–61), შმაგი თოდუა (–65), დავით ტლაშაძე (–70) და ავთანდილ კენჭაძე (–74).
ტურნირის მეორე დღეს გამარჯვებულებს კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში გამოავლენენ.
ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეები 29 და 30 დეკემბერს იასპარეზებენ.