მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საკვები პროდუქტები გადასცეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წალენჯიხის სოფლებში – ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა.
Sputnik

თეა ახვლედიანი სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

სოციალური აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ე.წ. გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.