პატრულ-ინსპექტორები საქართველოში დამზადებული ახალი უნიფორმებით გააგრძელებენ მუშაობას

თბილი ქურთუკები და ფეხსაცმელები, რომლებიც საქართველოშია შეკერილი, ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის 4 ათას თანამშრომელს დაურიგდა.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ფეხსაცმელები მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის საქართველოში შეიკერა და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

პატრულ-ინსპექტორები საქართველოში დამზადებული ახალი უნიფორმებით გააგრძელებენ მუშაობას

უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ ზამთრის სამუშაო ფორმა თანამშრომლების პირობების გაუმჯობესების მიზნით შეცვალა.

„საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია როგორც მისი კომფორტულობა, ასევე თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ზამთრის ახალი უნიფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის 4 ათას თანამშრომელს დაურიგდა.