ყვითელი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაქორწინდა? – ახალი ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში ახალი ფოტო ვრცელდება. როგორც ჩანს, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორედ დაქორწინდა. ნახეთ ფოტო.
Sputnik

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში 34-დან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. სავარაუდოა, რომ წელს ბასილაშვილის ცუდი თამაშის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

ბასილაშვილის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

ბასილაშვილის ახალი რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო. გოგონა რამდენიმე თვე საქართველოში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

ცოტა ხნის წინ შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ახალი ფოტო დადო, სადაც მას საქორწინო ბეჭედი უკეთია. როგორც ჩანს, წყვილმა გადაწყვიტა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცა.