ყვითელი ამბები

ცნობილი დიზაინერის უჩვეულო ქორწილი წლების წინ – მაკა კვიციანი წითელი და ვარდისფერი კაბებით

ასეთ მაკა კვიციანს საზოგადოება არ იცნობს. წლების წინ დიზაინერს მუქი თმა ჰქონდა და, როგორც ჩანს, მხოლოდ ფერების მიმართ არ შეცვლია გემოვნება.
Sputnik

ცნობილმა დიზაინერმა მაკა კვიციანმა სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები გაასაჯაროვა. ერთ ფოტოზე დიზაინერს ვარდისფერი კაბა და ჩექმა, მეორეზე კი წითელი კაბა აცვია. როგორც ჩანს, მაკა კვიციანმა ფავორიტი ფერი ქორწილის დღესაც ვერ დათმო და თეთრ საპატარძლო კაბას წითელი არჩია.

ცნობილი ქართველი დიზაინერი მაყურებელმა შოუ „ნიჭიერის“ ჟიურის ამპლუაშიც იხილა. რამდენიმე თვის წინ მაკა კვიციანი პარაპლანით ფრენის დროს ჩამოვარდა და ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია. როგორც ჩანს, შემთხვევა „პრაიმშოუს“ გადაღებებს დაემთხვა, როდესაც შემოქმედებითი ჯგუფი სვანეთს სტუმრობდა. ინციდენტის შესახებ დიზაინერმა პირველად ისაუბრა.

მაკა კვიციანი დიზაინერ ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეა. ოჯახებთან ერთად ისინი ხშირად ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ.

მაკა კვიციანი „მას­ტერ შეფ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­კვე­უ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვთ, მაკა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მაკა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია. 2009 წლი­დან შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი BK Capital-ის პრე­ზი­დენ­ტი, 2017 წლი­დან კი ასე­ვე „m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.