კრიშტიანუ რონალდუ დუბაიში „საუკუნის ფეხბურთელად“ დაასახელეს – ვიდეო

კვირას Dubai Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუ საუკუნის ფეხბურთელად დაასახელეს.
Sputnik

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა შედეგებით „ბარსელონელ“ მესის და ფეხბურთის ლეგენდას - რონალდინიოს აჯობა, რისთვისაც ჯილდო მიიღო.

ამას გარდა, გალა-კონცერტისას „ბაიერნის“ მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკი „წლის ფეხბურთელად“ დასახელდა, ხოლო მისმა კლუბმა „წლის კლუბის“ სტატუსი დაიმსახურა.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სხვა ფეხბურთელები და კლუბები, საუკეთესო აგენტები და მწვრთნელები 2020 წელს.