ყვითელი ამბები

დიკო ჯოჯუას უზარმაზარი ფეშენებელური აგარაკი – ნახეთ როგორ დიზაინს ანიჭებს უპირატესობას

დიანა ჯოჯუამ საკუთარ კეთილმოწყობილ აგარაკზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უმასპინძლა. ტელესახის სახლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორ მორთო საახალწლოდ ტრენდული ბინა დიანა ჯოჯუამ?
Sputnik

ექსტრავაგანტული და არაორდინარული ტელეწამყვანის ცხოვრება ყოველთვის აქტუალურია. ჟურნალისტი „მთავარ არხზე“ გადავიდა და არხი პოპულარობით სარგებლობს. დიანა ჯოჯუას შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები განსაკუთრებულად პოპულარულია. გოგონა დიდ ყურადღებას იქცევს. ქართველი ტელეწამყვანების ეკრანის მიღმა ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს. არც დიკო ჯოჯუაა გამონაკლისი.

ექსტრავაგანტული, მუდამ ფორმაში მყოფი ჟურნალისტი ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია ქართულ მედიასივრცეში. დიანა ჯოჯუა თანამედროვე ქართული სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჟურნალისტია. 2006 წლიდან 2019 წლამდე ტელეარხ Rustavi2-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი იყო. საზოგადოებას თავი დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და ამბის განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაამახსოვრა. ყველას აინტერესებს დიკო ჯოჯუას პირადი ცხოვრება კამერებს მიღმა. მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია.

დიანა ჯოჯუამ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში, საკუთარ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სახლის და ოთახის რემონტის დასრულების პროცესი ჩანს. უზარმაზარი ფანჯრის გაღმა მწვანე ხეები მოჩანს. ოთახს საახალწლო განათებაც ამშვენებს. თუმცა, დაუსრულებელი ინტერიერის ამოცნობა მარტივია. ტელეწამყვანმა ფოტოს ლათინური წარწერა HOME დაურთო და ამით ნათელი ხდება, რომ მან ახალი სახლი შეიძინა, ან ძველის გარემონტებას შეუდგა. ნათელი ოთახი და მაღალი ჭერი სახლს სხვა პეწს ჰმატებს. როგორც ჩანს, დიკო და მისი მეგობრები ამ სახლში ხშირად იკრიბებიან.

ჟურნალისტმა უმასპინძლა „მთავარი არხის“ დილის გადაცემის რუბრიკას „შენი დილა“. მან გადამღებ ჯგუფს აგარაკის ოთახები, სამზარეულო, მისაღები ოთახი და უზარმაზარი, სიმწვანით შევსებული ეზო დაათვალიერებინა. დიანა ჯოჯუას სახლის კედლებს მისი მოგზაურობის კვალიც ეტყობა. ტელეწამყვანი ცნობილ მეგობრებთან ერთად პანდემიამდე თითქმის ყოველთვიურად მოგზაურობა და არაორდინარული საჩუქრები ჩამოჰქონდა.

განსხვავებული გარეგნობით გამორჩეული ჟურნალისტი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტელეწამყვანის წყალობით მისი ოჯახიც მეტად ცნობილი გახდა. ბიზნესმენი ქმარი და ერთადერთი ქალიშვილი – დიკო ჯოჯუას პატარა ოჯახს ავსებს. წყვილს მეორე შვილი არ ჰყავს, ამიტომ მთელ ყურადღებას ტუნა რამიშვილს აქცევენ. მოფერებით სწორედ ასე ეძახიან მშობლები გოგონას.