ხალხი შიმშილობს – არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ფონისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ მთავრობის კანცელარიასთან აქცია–პერფორმანსი გამართა დევიზით „ხალხს შია“.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი გამოსვლის მიზანია მთავრობის ყურადღების მიპყრობა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისადმი.

ხალხი შიმშილობს – არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის ჯონი ქურასბედიანის თქმით, კანცელარიასთან ისინი თავიანთი პოზიციის გამოსახატად მივიდნენ. ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ახალგაზრდებს სურთ, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინონ თბილისის მერს და აბსოლუტურად ყველას. „ჩვენ არ გავჩერდებით“, – განაცხადა ქურასბედიანმა.

აქციაში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა.