როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 30 დეკემბერს

საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი პლუს 6-7 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 30 დეკემბერს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით 6-7 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:27 საათზე ამოვა და 17:39 საათზე ჩავა.