თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტები - ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტების სიაში მოხვდნენ.
IJF-მ საუკეთსო სპორტსმენები ხუთ ნომინაციაში გამოავლინა. ქართველი ძიუდოისტები ორ ნომინაციაში იყვნენ წარდგენილნი.
ორივემ გაიმარჯვა – ლუხუმ ჩხვიმიანი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტად (Male judoka of the year 2019 - 2020) დასახელდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი – 2019-2020 წლების ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა (Rising star award 2019 - 2020).
წლის ძიუდოისტის ნომინაციაში ლუხუმთან ერთად წარდგენილნი იყვნენ: საგი მუკი (ისრაელი), ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი), შოჰეი ონო (იაპონია) და ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია).
საგი მუკიმ გაიმარჯვა წლის იპონის კატეგორიაში.