ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძის უფროსი ქალიშვილი მაკიაჟს დამოუკიდებლად იკეთებს - სახალისო ვიდეო

ფოტომოდელი პირველ შვილს ჩუმად უთვალთვალებს. პატარა სოფიამ დედის კოსმეტიკა მოიპარა და მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა. უსაყვარლესი ვიდეო Instagram-დან
Sputnik

ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისთვის აღარ სცალია. თამო ვაშალომიძე დედა მეორედ გახდა. მან მეორე შვილის სქესი რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რამაც მორიგი გამოხმაურებების ტალღა გამოიწვია. ახლა კი მისი ცხოვრება ორ შვილთან და ბიზნესმენ მეუღლესთანაა დაკავშირებული. „სულ რაღაც 2 თვე და 14 დღე მაშორებს ბედნიერებასთან... შეგრძნებები და ემოციები შეუცვლელი,“- წერდა საკუთარ გვერდზე სექსუალური „სელებრითი“.

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

პატარა გოგონა სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში ფოტომოდელ დედასთან ერთად მონაწილეობს. ის სალონშიც თამოსთან ერთად დადის. რამდენიმე დღის წინ ცნობილმა სახემ უფროსი შვილი სარკის წინ შეამჩნია და ვიდეო ფარულად გადაუღო. სოფიამ დედის კოსმეტიკა დაუკითხავად აიღო და მაკიაჟის გაკეთებას დამოუკიდებლად შეუდგა. გოგონას მიმიკებზე ახალბედა დედასაც ეცინება.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.