სროლა ბერლინში: გენპროკურატურაში დეტალები განმარტეს

აღნიშნულ საქმეზე ოფიციალურად არავინაა დაკავებული - პოლიცია ადგენს, მსროლელი ერთი იყო თუ რამდენიმე პირი ისროდა
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ბერლინის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ ქალაქში დილით მომხდარი სროლა ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება.

„ორგანიზებული დანაშაულის გარემოში სროლის გამო ჩვენ ბერლინის პოლიციის მკვლელობების განყოფილებასთან ერთად რამდენიმე ეჭვმიტანილის მიმართ მკვლელობის მცდელობის საქმეს ვიძიებთ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში Twitter-ში.

ადრე პოლიციაში განაცხადეს, რომ კროიცბერგის რაიონში რამდენიმე პირს შორის ჩხუბი სროლაში გადაიზარდა, ადგილობრივებმა კი პოლიცია გამოძიძახეს.

ბერლინში უცნობმა პირმა სროლა ატეხა: არიან დაჭრილები

მედია იუწყებოდა, რომ სროლა მოხდა შტრეზემანშტრასეზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინასთან ახლოს. ადგილზე ნახეს ოთხი დაჭრილი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, ერთ-ერთი დაშავებული შეეცადა მიმალვას და არხში ჩახტა, თუმცა მაშველებმა ის ამოიყვანეს.

ყველა დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია, მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებიათ. პოლიცია ადგენს, მსროლელი ერთი იყო თუ რამდენიმე პირი ისროდა.