საქართველოს თასის გათამაშება ძალოსნობაში - ვიდეო

დუშეთში 25 დეკემბერს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ ძალოსნობაში
Sputnik

სპორტული ღონისძიებების პირველ დღეს მედლების კომპლექტი გათამაშდა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

თბილისელმა არჩილ ოქროპირიძემ პირველობა მოიპოვა და თხუთმეტწლამდელთა შორის რეკორდების დამყარებაც შეძლო.

მეორე ადგილზე გავიდა გოგა ჯაჯვანი ზუგდიდიდან, მესამე ადგილი კი ხაშურის წარმომადგენელ გიგა ოდიკაძეს ერგო.