თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 22 0508-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 200339 (ბოლო 24 საათში – 4 119) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 352 (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 701 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 464 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 421 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7170, PCR–ტესტით – 7251.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.