ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნაქერალას უღელტეხილზე ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 დეკემბრიდან შეიზღუდა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მოძრაობა უღელტეხილზე 23 დეკემბერს ინტენსიური თოვის გამო შეიზღუდა.

ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.