ნამდვილი ზამთარი: მაღალმთიან აჭარაში მოთოვა – ვიდეო

მაღალმთიან აჭარაში ძლიერად მოთოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ გამოიყურება ხულოს დასახლება ზამთარში.
Sputnik

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი თოვა ხშირი მოვლენაა, თუმცა ნამდვილი ზამთრის დადგომა აქ ყოველთვის ართულებს ტრანსპორტის გადაადგილებას და აფერხებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას.

ღამით აქ, რა თქმა უნდა, ყინვებია, თუმცა უახლოეს დღეებში, სინოპტიკოსების პროგნოზებით, მაღალმთიან აჭარაში უნალექო და მზიანი დღეები იქნება.