რატიანი: ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ გადავრჩეთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მოსახლეობას ახალი წლის დღეებში რეგულაციებისა და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
Sputnik
რატიანი: ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ გადავრჩეთ
„ჩემი, როგორც რიგითი ექიმის თხოვნაა – გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავიაზროთ რა ეპოქაში ვცოვრობთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ამ ახალმა პანდემიამ შეცვალა კაცობრიობის ცხოვრება. მე პირადად ჩემი მე დამიკარგა, რადგან ასე ხდება, როცა უთანასწორო ომში მონაწილეობ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მკაცრი იზოლაციის პირობებში, წესების სრული დაცვით ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს. ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.