თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.881 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 863 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
დახმარება Facebook–ში: ქართველი ექიმები ადამიანებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმარებიან>>
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 259, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 145, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 108, აჭარა – 97, მცხეთა-მთიანეთი – 54, გურია – 35, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 196.220-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 37 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 313-ს მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 20.165 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.969 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.687, იმერეთში – 1.196, აჭარაში – 584.
1.068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 414 პირი, მათგან თბილისში – 187, იმერეთში – 74, აჭარაში – 64.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.542 ადამიანი, მათ შორის 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12.654 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 183, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13.
თვითიზოლაციაში იმყოფება 38.693 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.708 პირი, იმერეთში – 4.887, აჭარაში – 4.006.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.