მსოფლიო დღეს

ტრამპის ბოლო დარტყმის მოლოდინში: ირანმა ბირთვული ობიექტების დაცვა გააძლიერა

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს, რომ თეირანს ერთი ამერიკელის სიკვდილსაც კი არ აპატიებს და პასუხს აგებინებს.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ირანს აშინებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო ბოლო დარტყმა პოსტიდან წასვლამდე და ბირთვულ ობიექტებზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გააძლიერა, იუწყება გამოცემა Al Qabas.

„გამოიცანით, საიდან იყო“: ტრამპი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში დამნაშავეს ასახელებს

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბირთვულ ობიექტებს აეროკოსმოსური ძალების საზენიტო კომპლექსები და რადიოლოკაციური სადგურები იცავს.

როგორც გამოცემა წერს, თეირანის შიში ნაწილობრივ უკავშირდება ტრამპის არაერთ მუქარას, რომ ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის შემთხვევაში ის ირანს „დასჯის“.

აღსანიშნავია, ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე მოხდა სარაკეტო თავდასხმა. ეს რეგულარულად ხდება მას შემდეგ, რაც 2020 წლის 3 იანვარს ამერიკელებმა ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს.

ბოლოს სარაკეტო შეტევა გასული კვირის ბოლოს მოხდა ბაღდადის „მწვანე ზონაზე“, სადაც სამთავრობო შენობები და უცხოეთის საელჩოები მდებარეობს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე განთავსებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა შეტევა მოიგერია. დონალდ ტრამპმა ამერიკის საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა და თეირანს დაემუქრა, რომ ირანს ერთი ამერიკელის მკვლელობასაც კი არ აპატიებს. ირანი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირს სარაკეტო თავდასხმასთან და აშშ-ის ბრალდებებს „უსაფუძვლოსა და ყალბს“ უწოდებს.