დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს – ფოტო

Sputnik

მას შემდეგ, რაც კვირას მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტა, ლონდონის რკინიგზის სადგურს ქალაქის დასატოვებლად ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდა. ბლოკადა დაკავშირებულია ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში კორონავირუსის მუტირებული შტამის სწრაფი ტემპით გავრცელებასთან.

დიდ ბრიტანეთთან ავია- და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტეს ნიდერლანდებმა, ბელგიამ, საფრანგეთმა, ფინეთმა, ჩეხეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და სხვა ქვეყნებმა. დოვერის პორტმა ევროპაში სამგზავრო და სატვირთო ბორნების გაშვება შეწყვიტა.

1 / 15
კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, დიდი სისწრაფით ვრცელდება
2 / 15
თავდაპირველად დეკემბერში მოქმედებდა შეზღუდვის სამდონიანი სისტემა, რომელმაც ლოკდაუნი ჩაანაცვლა
3 / 15
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 23-27 დეკემბრიოს პერიოდში წესების შესუსტების პირობა დადო
4 / 15
თუმცა კორონავირუსით ინფოცირების რაოდენობის ზრდის გამო, მთავრობას შეზღუდვების აღდგენა დაჭირდა
5 / 15
ხოლო კვირას ლონდონური გაზეთები „შობის გაუქმების“ შესახებ წერდნენ
6 / 15
ამაზე საპასუხოდ ბელგიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, ავსტრიამ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთს საზღვარი დაუკეტეს
7 / 15
ბრიტანეთის დედაქალაქის მკვიდრებმა მასობრივად დაიწყეს ქალაქის დატოვება
8 / 15
ლონდონი სატრანსპორტო ვაკუუმში აღმოჩნდა
9 / 15
მოგზაურები კინგ-კროსის სარკინიგზო სადგურზე საინფორმაციო ტაბლოს უყურებენ. ევროკავშირის ქვეყნები დიდ ბრიტანეთში წასვლას კრძალავენ
10 / 15
ამასთან, ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა პირობა დადო, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები COVID-19-ის ქვეყანაში მიწოდებას ხელს არ შეუშლის
11 / 15
20 დეკემბრიდან კვლავ დაიკეტა მაღაზიები, სპორტდარბაზები და სილამაზის სალონები
12 / 15
ცარიელი თაროები მაღაზიაში
13 / 15
ინგლისის სხვა რეგიონებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების დონე უფრო დაბალია, შობის აღნიშვნა შესაძლებელი იქნება ერთად ორ-ორი ოჯახისთვის
14 / 15
გაძლიერებული შეზღუდვების ზონაში მცხოვრებები 30 დეკემბრამდე იძულებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ
15 / 15
შეხვედრა დაიშვება მხოლოდ ერთ ადამიანთან და მხოლოდ ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე