ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძემ სახლი საახალწლოდ მორთო– მსგავსი სილამაზე აქამდე ნანახი არ გექნებათ– ვიდეო

ცნობილი ოჯახის რძალმა საახალწლო მორთულობა სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა. ნახეთ რა მდიდრული საახალწლო განწყობაა ბერას სახლში.
Sputnik

ახალი წელი მოდის და სელებრითების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელის მომხარებლებს მათი სახლის საახალწლო მორთულობების ფოტო-ვიდეოებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გუდავაძე და მისი მუსიკოსი მეუღლე ბერა ივანიშვილი მხოლოდ სპეციალურ კონტენტს სთავაზობენ საზოგადოებას, ნანუკამ, როგორც ჩანს, მათთვის საკუთარი სახლის ჩვენება გადაწყვიტა.

მუსიკოსისა და მოდის ბლოგერის წყვილი საქართველოში ძალიან პოპულარულია. წყვილი აქტიურია TikTok-ზე, სადაც იმპროვიზაციას მუდმივად მიმართავენ და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეოები ჩნდება მათ გვერდზე.

ვიდეოებში მათი ვაჟი ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.