2021 თეთრი ლითონის ხარის წელია, რომელიც ნაკიანი 2020 წლისგან განსხვავებით, ადამიანებს მრავალ სასიხარულო მოვლენას ჰპირდება. ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებით გაუმართლებს ხარის წელს – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვერძი
ვერძებს დაბრკოლებების გადალახვა კარგად ეხერხებათ. 2021 წელს მოსალოდნელია ბევრი პრობლემა და გაუგებრობა, მაგრამ ვერძებისთვის ეს ახალი წამოწყებებისთვის ძალზე სახარბიელო პერიოდი გახდება. 2021 წლის მთავარი პლუსი ისაა, რომ ვერძები თავად შეძლებენ განვითარების მიმართულების შერჩევას. მაგრამ მცირედით დაკმაყოფილება არარეკომენდებულია. სიყვარულის სფეროში ოპტიმისტური განწყობა დაეხმარებათ – ადამიანებს ხომ პოზიტივი იზიდავს.
ტყუპი
ტყუპები გამუდმებით ურთიერთობენ ადამიანებთან და მათ შესაძლებლობას აძლევენ, თავი განსხვავებულად და განსაკუთრებულად იგრძნონ. 2021 წელი ტყუპებისთვის პოზიტიურად ჩაივლის და იღბლიანობის მთავარი სფერო სიყვარული იქნება. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები აღფრთოვანებული იქნებიან ტყუპებით. ოჯახში ურთიერთგაგება დაისადგურებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ვარსკვლავები მძლავრ ინტუიციასა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს გპირდებიან. ასევე ისინი გააძლიერებენ თქვენს მეხსიერებასა და ყურადღებას, რაც ნიშნავს, რომ შეძლებთ წარმატებების მიღწევას სწავლასა და მუშაობაში. მნიშვნელოვნად გაიოლდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. წლის შუა პერიოდში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები სხვადასხვა სფეროში. ეს იქნება იდეალური დრო იმისთვის, რომ განახორციელოთ ყველაზე გრანდიოზული და ამბიციური გეგმები.
თხის რქა
თხის რქები ყველა სირთულესთან შეძლებენ გამკლავებას, რადგან ორი მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებთ – ამტანობა და მოთმინება. უნარი, რომ სასურველი სინამდვილედ არ მიიღონ, თხის რქებს საშუალებას მისცემს, ობიექტურად შეაფასონ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მთავარია ის, რომ ერთდროულად ორ სკამზე მოახერხებენ დასხდომას – იღბალი მათ გვერდით იქნება სიყვარულშიცა და მუშაობის სფეროშიც.
მერწყული
უშიშარი მერწყულები შესანიშნავად უწყობენ ფეხს ცვლილებებს, რომლებიც უხვად იქნება 2021 წელს – გლობალურიცა და ლოკალურიც. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ მთელი თავით სამუშაოში გადაშვება. შეიძლება პრიორიტეტების შეცვლა, კომფორტის ზონიდან გასვლა იმის შიშის გარეშე, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. ვარსკვლავებმა მერწყულების ცხოვრებაში კორექტივებიც შეიძლება შეიტანონ. ეს ცვლილებები ხელსაყრელი და დროული იქნება.