ყვითელი ამბები

„ძალიან მეშინია...“ – ხატია სიჭინავას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს.
Sputnik

ხატია სიჭინავას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. პოპულარულ სახეს მხედველობის პრობლემა შეექმნა, აღმოჩნდა, რომ თვალზე კანი სრულად აქვს გადმოფარებული და მხედველობა უჭირს.

„ვიმყოფები გუგა კუზანოვის კლინიკაში, აუცილებელი ოპერაცია დამჭირდა, რომ თვალებიდან გამოვიხედო. აღმოჩნდა, რომ ასპროცენტიანი ფტოზი მაქვს თვალებზე. წამწამებზე მადევს კანი და მხედველობის პრობლემები შემექმნა. იძულებული გავხდი, რომ ეს ფტოზი მოვიშორო“, – ამბობს ხატია ვიდეომიმართვაში, რომელიც ყოფილმა ტელეწამყვანმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, სიჭინავას ოპერაცია არც ისე რთული აღმოჩნდა და საკმაოდ წარმატებულიც. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხატიამ გამოაქვეყნა ფოტოები და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ შესიებული აქვს თვალები, თუმცა ახლა გაცილებით კარგად ხედავს და ამისთვის მადლობას უხდის კუზანოვის კლინიკას.