თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეტეხის აღმართის, მეველეს, იორის, რუისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის და ჯორბენაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, თოფურიძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის, რომელაშვილის და ლეკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.