ყვითელი ამბები

თამთა გოდუაძის მდიდრული საახალწლო დეკორაცია – როგორ მორთო მომღერალმა სახლი?

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი მუდამ ყურადღების ცენტრშია. მისი ფერადი სამოსი მუდამ იწვევს ფანების აღფრთოვანებას. თამთა საკუთარი იმიჯივით მრავალფეროვან საახალწლო დეკორაციებს ანიჭებს უპირატესობას. ასე გამოიყურება მომღერლის წინასაახალწლო სამზადისი.
Sputnik

რამდენიმე თვეა ქართული მედია თამთა გოდუაძის პირად ცხოვრებას განიხილავს. თამთა გოდუაძემ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა. ორი წელია ბერძნული პრესა აქტიურად განიხილავს წყვილის პირად ცხოვრებას – როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. თუმცა, მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები საზოგადოებაში დიდ ხმაურს იწვევს.

სასურველი სასიძო 2015 წლიდან დაკავებულია. თამთა გოდუაძის უსიმპათიურესი პარტნიორი პერის კასიდოკოსტას–ლაცისია. პერისი 38 წლისაა და მულტიმილიონერი ბიზნესმენის შვილიშვილია. მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. 2005 წლის მაისში ამერიკული ტაბლოიდები პერის ჰილტონის დაოჯახების შესახებ წერდნენ. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი ლაცისი იყო. ისინი ერთმანეთს იმავე წლის სექტემბერში დაშორდნენ.

მომღერლის ცხოვრებისეული ისტორია დრამატულად ვითარდებოდა. თამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ახლა ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა.

მანამდე კი დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქართველი მომღერალი 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა. სიმღერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში, პარალელურად გაკვეთილებს გადიოდა საბალეტო სკოლაში. 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა – გოგონა. შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა.