ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძემ ახალშობილი ვაჟის სახე გამოაჩინა – ვის ჰგავს ბიჭუნა?

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. მან ვაჟთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა.
Sputnik

თამო ვაშალომიძემ 28 ნოემბერს იმშობიარა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას თამოს უფროსი ქალიშვილი სოფიაც სულმოუთმენლად ელოდა.

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა ახალშობილი ვაჟის ფოტო იმავე დღეს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს უსაყვარლესი მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა ცხოვრების გარკვეულ დეტალებს.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

როგორც უახლესი ვიდეო-სთორიდან ირკვევა, თამო ვაშალომიძის მეორე შვილი მამას განსაკუთრებულად ჰგავს. ამას ერთხმად ფანებიც ამტკიცებენ. პატარა ბიჭუნას ერთი თვე შეუსრულდა და თამომ მისი სახის გამოჩენა გადაწყვიტა. პოზიტიური ვიდეო ორ შვილთან ერთად მან საკუთარ გვერდზე განათავსა.