ყვითელი ამბები

„გაღიმება ვთხოვე“ – თაკო გაჩეჩილაძემ პირველი შვილი უსაყვარლეს ვითარებაში დააფიქსირა

თაკო გაჩეჩილაძის ცხოვრება „ევროვიზიაზე“ გამოსვლის შემდეგ შეიცვალა. მან კონკურსზე იპოვა სიყვარული. მართალია, კარიერამ უკანა პლანზე გადაინაცვლა, სამაგიეროდ მისი ბედნიერება ახლა სულ სხვა დეტალებშია. თაკოს ქალიშვილის უახლესი სახალისო ფოტო სოცქსელიდან.
Sputnik

თაკო გაჩეჩილაძის ოჯახური ფერადი ფოტოები გულს უამრავ ადამიანს უთბობს. მას პირველი შვილი 2019 წელს შეეძინა. წყვილი ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. თაკოს პირველ შვილს მალე 2 წელი შეუსრულდება. მხიარული გოგონა დედას ყოველდღე ანიჭებს ბედნიერებას, ფოტოების გადაღება განსაკუთრებულად უყვარს. ახალგაზრდა დედამ გაბრიელას ფოტოს გადაღებისას გაღიმება სთხოვა და შედეგმაც არ დააყოვნა. უსაყვარლესი ფოტო პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

მომღერალი წელს მეორე შვილის დედაც გახდა. მან Instagram-ზე ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა. შემსრულებელს მარტში ბიჭის დაბადებას ულოცავდნენ. როგორც ჩანს, გაჩეჩილაძემ ვაჟს ელია დაარქვა. ახლა მას უკვე ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და რამდენიმე თვის ელია ჰყავს.

თაკო რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია. თამარ გაჩეჩილაძე-მილანოვა ამჟამად ოჯახთან ერთად ვენაში ცხოვრობს, თბილისს ხშირად ვერ სტუმრობს, მაგრამ ზაფხულში ოჯახთან ერთად მშობლიურ კუთხეს დიდი სიამოვნებით ათვალიერებს.

2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა დიდი ყურადღება მიიქცია.