თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა

ავარიულ შენობაში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობდა, უსაფრთხოების მიზნით მცხოვრებლების გამოსახლება მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.

შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. საბედნიეროდ, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

„დაშავებული არავინ არ არის, იმიტომ რომ კომენდანტის საათი იყო და გარეთ არავინ იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ შენობის დემონტაჟი, რომელიც მეოთხე ხარისხის დაზიანებად იყო შეფასებული, იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.