საქართველო გერმანიის საკრედიტო ბანკისგან 15 მლნ ევროს ოდენობით სესხს მიიღებს

გერმანიის რეკონსტრუციის საკრედიტო ბანკი უფლებამოსილია 2022 წლის 31 იანვრის შემდეგ უარი განაცხადოს თანხის ჩამორიცხვაზე.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით 15 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიღებას.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს აღნიშნული თანხა პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ინდივიდუალურ დახმარებაზე დახარჯოს. 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 170.8 მლნ ევროს გამოუყოფს

საქართველოს უფლება აქვს თანხის 30% დახარჯოს უკვე გაცემული დახმარების ანაზღაურებისთვის, სესხის დანარჩენი ნაწილი კი ახალი დახმარების გაცემას მოხმარდება, რომელსაც სახელმწიფო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დახარჯავს.

სესხის მიღებას ქვეყანა პირველი მოთხოვნისთანავე შეძლებს. თანხის მიღებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მას შემდეგ, რაც KfW გადაწყვეტილებას მიიღებს ჩარიცხვის თარიღისა და ვადების შესახებ. ამასთან, ბანკს უფლება აქვს 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ საქართველოს უარი უთხრას სესხის გადმორიცხვაზე.

რაც შეეხება სესხის პირობებს, საქართველოსთვის სესხის საპროცენტო წლიური განაკვეთი 2%-ია, რომელიც საქართველომ 2031 წლიდან 2050 წლის ჩათვლით პერიოდში წელიწადში ორი ტრანშით უნდა დაფაროს.