ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალა - ვიდეო

ხუთშაბათს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მთავრობას ნდობას უცხადებდა, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტებმა შენობასთან კარვები გაშალეს, რომლებშიც ისინი გამუდმებით მორიგეობენ
Sputnik

ნოემბრიდან ოპოზიცია განაგრძობს თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. ამასთან, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უარი თქვეს მანდატებზე.

მიუხედავად პროტესტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების უარისა, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მაინც გამართა პირველი სხდომა, შემდეგ კი ახალი მთავრობა აირჩია.