ყვითელი ამბები

ქართველი უმდიდრესი ტელეწამყვანი ზამთარს ცხელ კურორტზე ატარებს – ნახეთ ფოტოები

ნინუცა ორჯონიკიძემ ზამთრის ცივი დღეების გატარება ცხელ კურორტზე გადაწყვიტა. ნახეთ სად ისვენებს მილიარდერების რძალი.
Sputnik

უმშვენიერესი ნინუცა ორჯონიკიძე, რომელიც უმდიდრესი ქართული ოჯახის რძალია, ზამთრის ცივ დღეებს კუნძულ ბალიზე ატარებს. ნინუცამ მზიანი კურორტიდან ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.

ნინუცა დასასვენებლად მეგობართან ერთად არის და დროს შესანიშნავად ატარებს. ბევრ დროს ატარებს მზეზე, ირუჯება, ცურავს და სასიამოვნოდ ისვენებს.

ნინუცა ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა თუ მისი ახალი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ის აქტიურად ვარჯიშობს, შესაბამისად, ულამაზესი მუცლის პრესი აქვს, რომელიც შეუმჩნეველი არც მის ხელმომწერებს დარჩათ.

ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა „ნა­შუ­ა­დღე­ვის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ის რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რის, მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის რძა­ლია.

სოსო ორჯონიკიძე კურირებდა და დაინტერესებული იყო სასტუმროების ქსელის მშენებლობითა და სათამაშო ბიზნესით. ის, რაც საქართველოში მისი ოჯახის სახელს ოფიციალურად უკავშირდება, ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპლექსი King David-ია.