დეკემბერი თბილისში – ფოტო

Sputnik
საქართველოს მთავარი ნაძვის ხე აინთო - ფოტო

მიუხედავად იმისა, რომ სადაცაა ახალი წელი მოგვიკაკუნებს, თბილისის ქუჩებში თოვლის ნატამალი არ ჩანს — თუ მაღლობებზე შეფენილ უბნებს არ ჩავთვლით.

თუმცა ასეთ სურათს ქალაქელები მიჩვეულები არიან — უკვე დიდი ხანია თბილისში თოვლი იშვიათობადაა ქცეული და ზამთარში შემოდგომის მსუყე ფერები ჭარბობს.

დეკემბრის ბოლოს თბილისის ქუჩებში, როგორც წესი, საზეიმო ფუსფუსი და სამზადისია ხოლმე, განსაკუთრებით, „საახალწლო სოფლებში“. მაგრამ რადგან წელს კორონავირუსის პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა ადამიანთა ყოფაში, წინასაახალწლო ქალაქი სევდიანად გამოიყურება.

1 / 14
ამ ხიდს თბილისელები დღემდე ვორონცოვის ხიდს უწოდებენ. თავადმა ვორონცოვმა ბევრი რამ გააკეთა, რათა ურიცხვი შემოსევებით დატანჯული ქალაქი კავკასიის კულტურულ ცენტრად ქცეულიყო
2 / 14
ცა ღრუბლებმა დაფარა, თუმცა მზის სხივები მაინც აღწევენ ქალაქამდე
3 / 14
უკვე დეკემბერია, თუმცა პარკი ჯერ კიდევ შემოდგომის მოყვითალო ფოთლებითაა დაფარული
4 / 14
სამწუხაროდ, სიცარიელეა იქ, სადაც ქალაქელები ისვენებდნენ ხოლმე. სეზონი და ამინდი აქ არაფერშუაშია - ყველაფრის მიზეზი პანდემიაა
5 / 14
ამის გამო ზოგმა უარი თქვა ავტომობილის გამოყენებაზე, დისტანციურად მუშაობისას მისი საჭიროება ნაკლებია. სტუმრად წასვლაც ახლა საკმაოდ რთული ამოცანაა, დღისით ამის დროს არ არის, საღამოს კი - არ შეიძლება
6 / 14
გასაკვირია, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცუდ ამინდშიც არის ვიღაც. ეს ქალაქის საჩუქარია და ხელისუფლება ირწმუნება, რომ აქ მალე ახალი პარკი მოეწყობა
7 / 14
დეკემბერში განსაკუთრებულად გამოიყურება მიწათმოქმედების ნაშრომიც
8 / 14
მყიდველი გამოუჩნდება ამ ლამაზ ყვავილებსაც
9 / 14
ხანდახან, თოვლი ქალაქის გარშემო მთებს ფარავს, თუმცა ქალაქის ქუჩებამდე იშვიათად აღწევს. თბილისი „თბილი ქალაქია“, ის ასხივებს შინაგან სითბოს, რომელიც გაყინულ გულსაც მოალბობს
10 / 14
იქიდან, საიდანაც ეს ფოტოა გადაღებული, დათოვლილ სახლებამდე არც ისე შორია. ასე გამოიყურება ნამდვილი ზამთარი
11 / 14
ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც თბილისში მდებარეობს, ასევე თოვლით დაიფარა
12 / 14
თუმცა ის მალე დნება და წყლად იქცევა. სველი გზა, სველი სახურავები, სველი ხეები - ყველაფერი კვლავ შემოდგომის წვიმიან ამინდს მოგვაგონებს
13 / 14
როგორც იქნა, გამოჩნდა მზის სხივიც! ფერადი ნათელი ლაქა ნაცრისფერ ფონზე - ეს კარგი ამინდის მომასწავებელია
14 / 14
ეს კადრი შემოდგომასაც კი ნაკლებად მოაგონებს ყველას, არა თუ დეკემბერს, თუმცა ფოტოზე თბილისური ზამთრის დღეა აღბეჭდილი