აფეთქება სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ვიდეო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში აფეთქება მოხდა
Sputnik

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა. დაშავდა სახლში მყოფი ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.