თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტიდან თეა წულუკიანის წასვლა მთავრობისთვის დანაკლისია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
შესაძლოა, წულუკიანი მთავრობაში დაბრუნდეს, თუმცა რა ამპლუაში, ჯერჯერობით უცნობია.
„როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა. რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეა წულუკიანი რვა წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო, ახლა ის გოჩა ლორთქიფანიძემ შეცვალა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა და რამდენიმე თვეში შეუდგება ამ უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი მინისტრის პოზიციაზე დარჩება.
თეა წულუკიანი კი მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. წულუკიანი „ქართული ოცნების“ ხელსიუფლებაში მოსვლისთანავე, 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრი იყო.