მსოფლიო დღეს

რატომ იქნება 2021 წელი მიმდინარეზე უკეთესი: ბილ გეიტსი მიზეზებს ასახელებს

მანამდე ბილ გეიტსის ფონდმა რამდენიმე მილიარდი დოლარი გადაურიცხა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს (GAVI), რათა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშვების იმუნიზაცია ჩატარდეს.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. კაცობრიობას, სულ ცოტა, 12 მიზეზი აქვს სიხარულისთვის მომავალ წელს, აცხადებს ბილ გეიტსი და ირწმუნება, რომ 2021 წელი უკეთესი იქნება.

ამის შესახებ მილიარდერმა საკუთარ ბლოგზე დაწერა.

დაჩიპავს თუ არა მილიარდერი კაცობრიობას: ბილ გეიტსი კომენტარს აკეთებს

ბილ გეიტსი წერს, რომ მიმდინარე წელი დამანგრეველი იყო თავისი შედეგებით, მაგრამ ადამიანებს მაინც აქვთ სამადლობელი მიზეზები. უპირველესად, იმ სისწრაფის გამო, რა სისწრაფითაც შექმნეს და დატესტეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა კოვიდ–ვაქცინები. მომავალ წელს ამ ვაქცინებით სარგებლობას დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებს.

გარდა ამისა, მისი აზრით, პოზიტიურ მომენტად უნდა შეფასდეს ის ფაქტიც, რომ ადამიანები პირბადის ტარებას მიეჩვივნენ და გაიაზრეს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობა, რაც ინფექციების გავრცელებას ხელს შეუშლის.

კიდევ ერთი პოზიტიური მომენტი — COVID-19-თან ბრძოლისთვის წარმატებული პროექტების სწრაფად შექმნაა, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ამასთან, მილიარდერსა და ფილანტროპს მიაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი კოვიდ–ვაქცინების მიმართ, აზრს შეიცვლიან და შეწყვეტენ კონსპიროლოგიური თეორიების გავრცელებას.

გეიტსის აზრით, პოზიტიურია ისიც, რომ ექიმებმა ისწავლეს ვირუსის ანტისხეულებით დამარცხების მეთოდები.

როგორც Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, კორონავირუსის პანდემია — ეს უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ მან ადამიანებს თანამშრომლობის საბაბი მისცა და მათაც, გარდა იმისა, რომ კარგი მხრიდან წარმოაჩინეს თავი, მწარე, მაგრამ აუცილებელი გამოცდილება მიიღეს. სწორედ ეს დაეხმარება კაცობრიობას – გაუმკლავდეს სხვა მძიმე ვითარებებს.