ცნობილ ქართველ მოდელსა და დიზაინერს თაკო ჩხეიძეს ფანები ნატიფი მანერებით, ფრანგული სილამაზითა და დახვეწილობით გამოარჩევენ. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი საქართველოში ულამაზეს ქალბატონად ითვლება.
მოდელის მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა. წყვილი სამ ვაჟს ზრდის. მისი სილამაზით საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა, როდესაც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. უმშვენიერესი გარეგნობის მქონე გოგონა ხალხმა მალევე შეიყვარა და ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა.
უქმე დღეები თაკომ შვილებთან და დედასთან ერთად „პარაგრაფში“ გაატარა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ თაკომ დედის ფოტო გამოაქვეყნა. ხათუნა ვაშაძე ვიზუალურად თაკოს ძალიან ჰგავს და, როგორც ჩანს, სწორედ მისგან დაჰყვა მოდელს ულამაზესი ნაკვთები.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახის წევრები ხშირად ატარებენ ერთად დროს, დადიან დასასვენებლად და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.