ყვითელი ამბები

ქეთი ხატიაშვილი დეპუტატ შეყვარებულს შეურიგდა – წყვილის ახალი ვიდეო

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს. წყვილი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
Sputnik

ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით კაჭარავა ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა, წყვილი გრძნობებს აღარ მალავდა.

წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებებიდან ვაჟი და გოგონა ჰყავთ. ქეთის და დავითს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ისინი სამოგზაუროდ იაპონიაში იმყოფებოდნენ და სწორედ მაშინ, როცა ყველა ელოდებოდა, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ, ქეთიმ „ინსტაგრამიდან“ კაჭარავასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა, პრესა კი მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდა.

ქეთი ხატიაშვილმა მაშინ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა წყვილს შორის ყველაფერი დალაგდა და ისინი ისევ შერიგდნენ. რამდენიმე საათის წინ ტანმოვარჯიშემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის რუსთაველზე დავით კაჭარავასთან ერთად სეირნობს.

წყვილმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხეც მოინახულა, რომელიც დეპუტატ დავით კაჭარავას, ბუნებრივია, უკვე ბევრჯერ აქვს ნანახი, ქეთიმ კი პირველად ნახა და, როგორც სოციალურ ქსელში წერს, მისი სილამაზით მოხიბლულია.

 

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.