COVID-19 - ბოლო ცნობები

პირველ ტალღასთან შედარებით: კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაწეულია

ექსპერტების თქმით, კორონავირუსი პლანეტის ყოველ მეასე მოსახლეს შეხვდა, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეს საშუალოდ 4%-ით არის დაწეული და ის მხოლოდ 2.2%-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 78 105 462 კაცი შეადგინა, ანუ ინფიცირებულია ყოველი მეასე.

„ბრიტანულ შტამს“ გადადების უმნიშვნელოდ მაღალი უნარი აქვს: ეპიდემიოლოგის განმარტება

როგორც გაეროს მოსახლეობის პოპულაციის ფონდის მონაცემებიდან ირკვევა, 2020 წლის შუა პერიოდისთვის პლანეტაზე 7,795 მლრდ ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის 1%-ზე მეტია და დაახლოებით ყოველი მეასე ადამიანის ინფიცირებაზე მეტყველებს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (18,2 მლნ დადგენილი შემთხვევა). მას მოჰყვებიან ინდოეთი და ბრაზილია, შემდეგ კი რუსეთი.

ამასთან აღინიშნება, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში დაავადების ლეტალობა შემცირებულია. თუ პირველი ტალღისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–7%-ს შეადგენდა, ახალი მონაცემებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,2%-ია.